ჩვენს შესახებ

აღნიშნული დამკრძალავი ბიურო არსებობს იმისთვის, რომ გარდაცვლილი ადამიანის ახლობლებს შეუმსუბუქოს ის მძიმე ტვირთი, რაც განსვენებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის საჭირო პროცედურებსა და რიტუალებს უკავშირდება.

ხარისხიანი სერვისის გარანტი

არცთუ იშვიათად, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების დროს, ბუნებრივად გამოწვეული დიდი მწუხარების გარდა, მიცვალებულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს დაბნეულობაც ეუფლებათ. არადა, ასეთ წუთებში ჭირისუფალს არა მხოლოდ მძიმე ემოციებთან გამკლავება მართებს, რაც თავისთავად საკმაოდ რთულია და მისგან უდიდესი სულიერი სიმტკიცის გამოვლენას მოითხოვს, არამედ მთელი რიგი აუცილებელი საკითხების შეზღუდულ დროში, უნაკლოდ და მისაღებ ფასად მოგვარებაც.

ჩვენი სარიტუალო მომსახურება მზადაა, მძიმე წუთებში გვერდში დაუდგეს გარდაცვლილის ახლობლებს და დაეხმაროს მათ ყველაფრის სწრაფად და მარტივად მოგვარებაში.

ქალაქში დამკრძალავი სერვისები ბევრია მაგრამ, აქ არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში ამ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და ყველა საჭირო ცოდნა იმისთვის, რათა უმაღლეს დონეზე შევასრულოთ დაკისრებული ამოცანა და დამწუხრებული ადამიანის ნდობა ზედმიწევნით გავამართლოთ.

სამუშაო გრაფიკი

ჩვენი დამკრძალავი სერვისი და მისი პროფესიონალთა გუნდი, ვმუშაობთ 7 დღე 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის მზად ვართ, რათა დროულად, გულისხმიერად და კვალიფიციურად მივუდგეთ ნებისმიერ კლიენტს, რომლებიც გასაჭირის დროს მოგვმართავს. ჩვენი სიტყვების დასტური კი ის მაღალი შეფასებაა, რომელსაც საქმიანობის მრავალწლიან პერიოდში გამუდმებით ვიღებთ შესრულებული სამუშაოს შემდეგ ჩვენგან კმაყოფილი ადამიანებისგან. სწორედ ჩვენი კლიენტების მადლიერებაა ჩვენთვის უმთავრესი მოტივატორი.